ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარი „ჰალ სიტი“ შესაძლოა შოთა არველაძემ ჩაიბაროს. თურქული გამოცემის, Fanatik-ის ინფორმაციით, ინგლისურ გუნდს სულ მალე თურქი ბიზნესმენი აკუნ ილიჩალი შეიძენს, რომელსაც მწვრთნელად არველაძის დანიშვნა სურს.
წყაროს თანახმად, არველაძემ ილიჩალის მოსაფიქრებლად დრო სთხოვა, მაგრამ შეთავაზებას აუცილებლად დათანხმდება და კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
მეორეს მხრივ, ისიც ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები „ჰალ სიტის“ მოქმედ ხელმძღვანელობასა და ილიჩალის შორის ფინალურ ეტაპზეა და კლუბის გადაცემა ოფიციალურად უახლოეს დღეებში დასრულდება.
„ჰალისთვის“ სეზონი რთულად დაიწყო და 15 ტურში მხოლოდ 9 ქულა დააგროვა, ამიტომაც, 24-გუნდიან ჩემპიონფში 22-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის „ფახთაქორში“ მუშაობდა, რომელიც დეკემბერში დატოვა, მანამდე კი „ქაისერისპორის“, „ქასიმპაშას“, „ტრაბზონსპორისა“ და თელ ავივის „მაკაბის“ თავკაცი იყო.