ფეხბურთი

16:11 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ტოტენჰემში" ჩემთან თანამშრომლობის დიდი სურვილი დამანახეს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან სურდა მასთან თანამშრომლობა და ამიტომ, გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.

კონტე იმედოვნებს, „ტოტენჰემის“ პატივისცემას მოიპოვებს და გუნდი ყველაფერს გააკეთებს მათ გასახარებლად.

„ჩემი ტრიუმფები უბრალოდ წარსულის საგნებია, აწმყოზე ვფიქრობ. „იუვენტუსში“ გავხსენი 9-წლიანი ჰეგემონია და შემდეგ კი შევწვყვიტე, როცა სკუდეტო „ინტერში“ მოვიგე. წარსული მნიშვნელოვანია და ვამაყობ, მაგრამ ახლა ორიენტირებული ამ ახალ გამოწვევაზე ვარ. „ტოტენჰემის“ მწვრთნელობა დიდი პატივია და მინდა კლუბის ნდობა გავამართლო. ჩემი სათამაშო ფილოსოფია ძალიან მარტივია - კარგი ფეხბურთის თამაში ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ვფიქრობ, ფანები იმსახურებენ გუნდს, რომელიც კონკურენტუნარიანი და მებრძოლი იქნება იქნება მოედანზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი პატივისცემა დავიმსახურო.

„ტოტენჰემმა“ წინადადება ზაფხულშიც შემომთავაზა, მაგრამ „ინტერიდან“ ახალი წამოსული ვიყავი და არ იყო შესაფერისი დრო ახალი გამოწვევის მისაღებად. ამიტომ, ვამჯობინე დრო ოჯახთან ერთად გამეტარებინა. „ტოტენჰემი“ ინგლისში ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია, მშვენიერი სტადიონით და ბაზით. კლუბს ძალიან უნდოდა ჩემი მიწვევა და ახლა შესაბამისი დრო იყო. არსებობს სურვილი, რომ გულშემატკივრებისა და კლუბისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ ლონდონის „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. იტალიელ სპეციალისტს პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან 2016-2018 წლებში „ჩელსის“ წვრთნიდა და ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა.

0.115139