ფეხბურთი

12:33 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ის, რაც ბოლო 5 წუთში მოხდა, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის ემბლემაა"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ზენიტთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გამარჯვების მიუხედავად, თამაშის ბოლო 5 წუთით უკმაყოფილო დარჩა და ხაზიც სწორედ ამ მონაკვეთს გაუსვა.

„გუნდის თამაშის ხარისხში ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, ჩვენ „სასუოლოსთანაც“ კარგად ვითამაშეთ, „ვერონასთანაც“ საწყისი 10 წუთის გარდა, მერე კარგი რეაქცია გვქონდა. ამჯერად ტექნიკურად კარგად ვითამაშეთ, ინტენსივობა იგრძნობოდა. თუმცა, მოსამატებელი გვაქვს, რადგან ამ მატჩის ბოლო 5 წუთი მიმდინარე სეზონში ჩვენი ემბლემაა. 4:1-ზე კონტრშეტევები გავაკეთეთ, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ გოლი გავუშვით. ეს არის თამაშის სწორად წარმართვის საკითხი. არ შეიძლება ყოველთვის გოლის გაშვების საფრთხის წინაშე ვიყოთ, ეს ყოველთვის ცუდია. მთავარია, რომ სეზონის პირველი მიზანი შესრულებულია და მომდევნო ეტაპზე გავედით, ახლა "ფიორენტინასთან" მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, რადგან რთული თამაში გველოდება", - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ოთხი მატჩიდან ოთხი გამარჯვება ისტორიაში მესამედ მოიპოვა 1995-1996 და 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ. ტურინელებმა მერვედფინალის საზგური უკვე მოიპოვეს, მომდევნო ტურში კი სტუმრად ლონდონის "ჩელსის" შეხვდებიან.

0.113404