ფეხბურთი

21:16 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "კლოპს ხელს არ ჩამოვართმევ, სიყალბე არ მიყვარს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ „ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს ხელს არც ამჯერად ჩამოართმევს. როგორც არგენტინელმა თქვა, მას სიყალბე არ უყვარს.

„ეს მადრიდში თამაშის შემდეგაც ავხსენი. არ მიყვარს თამაშების შემდეგ ხელის ჩამორთმევა, რადგან ყოველთვის მესმის, რომ მატჩის მერე მწვრთნელებს განსხვავებული ემოციები აქვთ. ინგლისში ამას ჯენტლმენურ ჟესტად აღიქვამენ, მაგრამ მე არ ვიზიარებ ამ აზრს, რადგან არ მიყვარს სიყალბე, რომელსაც ეს ჟესტი თავისთავად ატარებს.

კლოპზე ვერ ვისაუბრებ, რადგან კარგად არ ვიცნობ, ვაფასებ იმისთვის, რომ დიდი მწვრთნელია და დიდი სამუშაო აქვს გაკეთებული. ვერაფერს ვიტყვი მოწინააღმდეგე გუნდის სათამაშო სტილზე, მე მაქვს პრინციპები, რომლებსაც ვიცავ. მწვრთნელებს შორის თბილი ურთიერთობა არ შეიძლება“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 3 ნოემბერს გაიმართება. სამი ტურის შემდეგ ინგლისურ გუნდს 9, ხოლო ესპანურს 4 ქულა აქვს მოპოვებული.

0.134106