თქვენს წინაშე ფოტოებზე წარმოდგენილი “პაჟალუსტა“ ქალბატონი, იტალიელი მოდელი ვალენტინა ფრადეგრადაა, რომელიც არც ისე დიდი დროა რაც ცნობილი ფეხბურთელის, კევინ პრინს ბოატენგის გულისსწორია და უკანასკნელ პერიოდში ევროპის “ყვითელი მოკალმეები“ ძირითადად ამ ქალზე საუბრით იღლიან ენას.
ვალენტინა ფრადეგრადა გარდა იმისა, რომ თამამი და ეპატაჟური მოდელია, კუნგ-ფუს ოსტატიც გახლავთ და თურმე ერთ რამედ ღირს იმის ნახვა, საღამოობით სპორტითა და ცხოვრებით დაღლილ კევინ პრინსს როგორი ძალუმი ნეტარებით უტარებს ხოლმე ხან “მძინარე პითონის“ და ხან “ყელმოღერებული ანაკონდას“ მხრჩობელა ილეთებს.
ყველაფერ კარგ და სანეტაროსთან ერთად, ვალენტინას აზღუდის ჩაცმის მისეული სტილიც მოუგონია და სხვა ლამაზმანებისგან განსხვავებით იგი ლიფს უკუღმა, ანუ ამოტრიალებულად იცვამს. რთული სათქმელია, ეს რამდენად მნიშვნელოვანი ორიგინალურობაა, მაგრამ მთავარი ხომ ამბის შიგთავსია და არა გარეგნული მხარე...