ჩოგბურთი

3:46 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მიზანი, სეზონის პირველ ჩოგნად დასრულებაა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ის მიმდინარე სეზონის პირველი ჩოგნის რანგში დასრულებას გეგმავს. გარდა ამისა, მისი მიზანი, დევისის თასზე სერბეთის ნაკრების დახმარებაა. აშშ-ის ღიას ფინალში წაგების შემდგ კი ის პირველად პარიზის მასტერსზე, ამ კვირაში იასპარეზებს.

პარიზში მასთან ერთად თამაშობს რუსი დანიილ მედვედევიც, ვისთანაც ფლეშინგ მედოუსზე ფინალში წააგო. და ორივე მოგვიანებით, სეზონის დამამთავრებელ ტურნირზე, ATP-ს ფინალში (14-21 ნოემბერი) იასპარეზებს, რომელსაც ტურინი უმასპინძლებს.

ჯოკოვიჩს პარიზშივე შეუძლია მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსის განაღდება. ერთადრთი ჩოგბურთელი, ვისაც ამაში მისთვის ხელის შეშლა შეუძლია, მედვედევია. პარიზის მასტერსი სერბტს ხუთჯერ აქვს მოგებული და ის ამჯერადაც მთავარი ფავორიტია.

„სეზონის ბოლოს პირველი ჩოგნის სტატუსის მოპოვებაზე, მთავარ კონკურენტად მედვედევი მყავს. ქულებით კარგი პოზიცია მაქვს და მიზანიც ისაა, რომ ამას ბერსიშივე მივაღწიო. გარდა ამისა, დევისის თასზე ეროვნულ გუნდთან ერთად, კარგად გამოსვლაც ჩემს გეგმებშია. იმედია, სეზონს გამარჯვებებით დავასრულებ და რეიტინგშიც პირველ ადგილს შევინარჩუნებ“, - ამბობს 34 წლის ჯოკოვიჩი ვისაც უკვე ექვსი სეზონი აქვს დასრულებული პირველი ჩოგნის რანგში. ამ მხრივ, ის ამერიკელ პიტ სამპრასთან ერთად, რეკორდსმენია.

0.130524