ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ჩხეტიანი დაითხოვეს. ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა და მიზეზი ბოლო დროს ნაჩვენები წარუმატებელი შედეგებია.
„ქუთაისის "ტორპედოს" მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
კახა ჩხეტიანმა „ტორპედოს“ 2017 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ხოლო ორ-ორჯერ საქართველს თასსა და სუპერთასს დაეუფლა. მან გუნდი 2019 წელს დატოვა და „დინამო თბილისი“ ჩაიბარა, მაგრამ ისევ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და ამ დრომდე მუშაობას აგრძელდება. „ტორპედო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32 ტურის შემდეგ 30 ქულით მერვე ადგილზე, პლეი-აუტის ზონაშია.