ფეხბურთი

17:11 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსში" რომ მოვიდა, კარში დარტყმა არ იცოდა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, შვედმა ფორვარდმა „იუვენტუსში“ გადასვლისას ბურთის კარში კარგად დარტყმა არ იცოდა, ხოლო ალეგრის ურჩია, რომ ტურინულ გუნდში არ დაბრუნებულიყო.

„იუვეში“ მან დარტყმა არ იცოდა, უფრო სწორად, ძალიან ცუდად ურტყამდა. შემდეგ ეს კომპონენტი გააუმჯობესა მონდომებისა და დაჟინებული მუშაობით, ასე მივხვდი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდებოდა. უკვე კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უნდა მოწიფებულიყო.

ალეგრის დაბრუნება? მე ვურჩიე მას, რომ „იუვენტუსში“ არ დაბრუნებულიყო და ვუთხარი, რომ ყველა წარუმატებლობა მას დაბრალდებოდა. ფეხბურთელები არ იხარჯებიან ისე, როგორც საჭიროა და ეს მოედანზე ჩანს. იუვენტუსის დნმ-ში გამარჯვებაა, მაგრამ ამ მომენტში ამას ვერ ვხედავთ. უბრალოდ მწვრთნელს ვადანაშაულებთ, თუმცა, ეს სწორი არაა, სიტუაციის შეცვლა ადვილი არ არის“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო ზლატან იბრაჰიმოვიჩს „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში ავარჯიშებდა.

0.113162