ფეხბურთი

15:08 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

ლონდონის „ტოტენჰემს“ დიდი ალბათობით ანტონიო კონტე ჩაიბარებს. ინგლისური მედიის ცნობით, „მამლები“ იტალიელ სპეციალისტს პრაქტიკულად შეუთანხდნენ.

კონტეს ინგლისში დღეს ელოდებიან, რომ საბოლოო დეტალები შეათანხმონ. ამრიგად, 52 წლის სპეციალისტი ნისლიან ალბიონზე 3-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, რადგან 2016-2018 წლებში ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

კონტეს მიწვევის ინიციატორი „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია, რომელიც ანტონიოსთან ერთად 3 სეზონის განმავლობაში „იუვენტუსში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემმა“ დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვა.

0.118043