ფეხბურთი

14:35 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემიდან" ეშპირიტუ სანტუ დაითხოვეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვეს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

პორტუგალიელის გათავისუფლების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა, რადგან „მამლებმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მას.

შეგახსენებთ, რომ ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ „ტოტენჰემი“ ზაფხულში ჩაიბარა. ლონდონელები პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ 15 ქულით მერვე ადგილზე არიან.

0.114232