კალათბურთი

10:23 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილუოკიმ" ზედიზედ მესამედ წააგო, მამუკელაშვილმა 5 წუთი ითამაშა

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ საკუთარ მოედანზე „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 95:107 დამარცხდა. სტუმრები თითქმის მთელი თამაში წინ იყვნენ, სამი პერიოდი მოიგეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს.

„მილუოკის“ რიგებში ქართველმა კალათბურთელმა 4:40 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში მხოლოდ 1 მოხსნის ჰქონდა. სანდროს მეტოქის კალათში ბურთი არ უსვრია და შედეგად, თამაში უქულოდ დაასრულა.

„ბაქსის“ იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო „იუტაში“ დონოვან მიტჩელი 28 ქულით, 4 მოხსნით და 2 პასით გამოირჩა.

„მილუოკიმ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 3 მოგების საპირისპიროდ 4 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ნოემბერს, სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.

0.115811