ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე წყვილთა თანრიგში რუმინეთის ქალაქ კლუჟის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა, რომლის საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი იყო.
გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ფინალურ შეხვედრაში ალექსანდრა კრუნიჩისა და ლესლი კერკჰოვეს დუეტი მძიმე ბრძოლაში, 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ გორგოძემ კარიერაში პირველად მოიგო მსგავსი რანგის ტურნირი. აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ბარასთან წყვილში მიმდინარე წელს კარლსრუეს ტურნირის მოგებაც მოახერხა.