ფეხბურთი

23:43 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ფეხბურთელებს ერთი კვირით ბაზის დატოვება აეკრძალათ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს საწვრთნელი ბაზის დატოვება აეკრძალათ. იტალიური მედიის ცნობით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გუნდი კონტინასას ბაზაზე დარჩება და მოთამაშეები ოჯახის წევრებსაც ვერ ნახავენ.

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ რადიკალური ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ბოლო ორი თამაში „სასუოლოსა“ და „ვერონას“ წინააღმდეგ წააგეს. აღსანიშნავია, რომ „ბებერ ქალბატონში“ ასეთი რამ 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა და მაშინაც მიზეზი სეზონის წარუმატებელი სტარტი გახდა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ სერია A-ს 11 ტურში მხოლოდ 15 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 2 ნოემბერს „ზენიტს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში უმასპინძლებს, ხოლო 6 ნოემბერს, „ფიორენტინას“ დაუხვდება. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზაა და ფეხბურთელებსაც ბაზიდან გასვლის უფლება ექნებათ.

თეგებიიუვენტუსი
0.121014