ფეხბურთი

22:05 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "თელავი" დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „დინამო თბილისმა“ „თელავს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც საჩემპიონო რბოლაში დარჩა.

კახა ცხადაძის გუნდმა მეტოქეს შანსი არ მისცა და დამაჯერებლად, 4:0 სძლია. მე-40 წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან მილან რადინმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად და ზუსტად დაარტყა.

მატჩის ბოლოს თბილისელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. ჯერ იყო და, ზორან მარუშიჩმა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ივარგა, ხოლო მერე სერბმა საგოლე პასიც გააკეთა, გიორგი მოისწრაფიშვილთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, რომელმაც თავის მხრივ მცველი ძალიან ლამაზი მოძრაობით ჩამოიცილა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით 63 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, მაგრამ აჭარლები 32-ე ტურის მატჩს ორშაბათს, „საბურთალოსთან“ ჩაატარებენ.

„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 რადინი (40), 2:0 ხარაბაძე (72), 3:0 მარუშიჩი (90), 4:0 მოისწრაფიშვილი (90)

0.129697