ფეხბურთი

21:35 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამირან სანაიას სიმსივნე დაუდგინდა

საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველ და „როდეზის“ ფეხბურთელ ამირან სანაიას სიმსივნე დაუდგინდა. 32 წლის სანაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა პიერ-ოლივიე მურატმა გაავრცელა.

როგორც მან თქვა, ამირანი უფრო ძლიერი დაბრუნდება, კლუბი კი მას ყველაფრით დაეხმარება, რაც საჭირო იქნება.

„ამ კვირაში გავიგეთ. პორველი ტესტები უკვე ჩააბარა, მომდევნო კვირაში ტულუზაში კიდევ ერთს ჩააბარებს. ეს ბრძოლაა. კლუბი ყველაფრით დაეხმარა, რაც დასჭირდება. ჩვენ ყველანი ვიქნებით მასთან, მის ოჯახთან ერთად. თავისი მეომარი ხასიათით ის უფრო ძლიერი დაბრუნდება“, - თქვა მურატმა.

ამირან სანაიამ საფეხბურთო კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, შემდეგ კარიერა საფრანგეთში გააგრძელა, სადაც „,ლე მანის“, „ბასტიას“, „ლუზენაკის“, „პარიზის“, „ლე ერბიეს“ რიგებში ირჯებოდა, ხოლო 2017 წლიდან „როდეზის“ წევრია. სანაიას საქართველოს ნაკრებში 2007-2009 წლებში ექვსჯერ უთამაშია.

0.118969