ფეხბურთი

19:46 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" "ტორპედო" დაამარცხა და მესამე პოზიცია გაიმყარა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტური ქუთაისში დაიწყო, სადაც „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.

ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო - იმერლები ლიგაში დასარჩენად და გორელები კონფერენს ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში კი გორის „დილა“ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. ანგარიში ნიკა გაგნიძემ გახსნა, რასაც ფრანსისკო მადინგასა და ბიძინაშვილის გოლებიც მოჰყვა და ანდრეი დემჩენკოს გუნდმა შინ 3 ქულა წაიღო.

შედეგად, გორის „დილამ“ 56 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია გაიმყარა, ხოლო „ტორპედო“ 30 ქულით მერვე საფეხურზე იმყოფება და პლეი-აუტის ზონაშია.

„ტორპედო“ – „დილა“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 გაგნიძე (55), 0:2 მადინგა (77), 0:3 ბიძინაშვილი (90)

0.116481