ფეხბურთი

17:20 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-სადი" ჩავის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა

ყატარული „ალ-სადის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილია ჩავი ერნანდესის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით. Marca-ს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა თავისი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები პირადად აწარმოა და მასში „ბარსას“ მონაწილეობა არ მიუღია.

კლუბში უკმაყოფილო იმითაც არიან, რომ ჩავი სეზონის შუა ნაწილში აპირებს გუნდის დატოვებას. „ბარსელონა“ ჯერჯერობით ელოდება სიტუაციის განვითარებას.

ჩავის „ალ-სადთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლუბმა განცხადებაც გაავრცელა, რომ ესპანელი სპეციალისტი აგრძელებს გუნდში მუშაობას. მიუხედავად ამისა, ესპანური პრესა აქტიურად იტყობინება, რომ ჩავი „ბარსელონას“ ჩაიბარებს და ეს შესაძლოა სანაკრებო პაუზის დროს მოხდეს.

0.112186