ფეხბურთი

15:23 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" შესაძლოა კონტემ ჩაიბაროს

ლონდონის „ტოტენჰემიდან“ შესაძლოა ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაითხოვონ. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

კლუბის ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილოა და პორტუგალიელ სპეციალისტს გათავისუფლება ემუქრება. იტალიური მედია კი წერს, რომ „მამლებს“ ანტონიო კონტეს მიწვევა სურთ, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

კონტეს ძალიან კარგად იცნობს „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებები გაამარტივოს. იტალიელ სპეციალისტს აქამდე „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უკავშირებდნენ.

ლონდონის „ტოტენჰემი“ ინგლისის პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ 15 ქულით მერვე ადგილზეა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არნემის „ვიტესთანაც“ სენსაციური მარცხი განიცადა.

0.121282