კალათბურთი

12:45 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პეისერსმა" მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო, ბითაძემ 10 წუთი ითამაშა (+VIDEO)

NBA-ში "ინდიანა პეისერსის" წარუმატებელი სეზონი გრძელდება. რიკ კარლაილის გუნდმა 2021-2022 წლების სეზონში უკვე მე-6 შეხვედრა წააგო, მათ შორის მიჯრით მეოთხე, ამჯერად კი შინ "ტორონტო რეპტორსთან".

შეხვედრა ტრადიციულად "პეისერსის"მცირედი უპირატესობით დაიწყო, რაც პირველი ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა და ინდიანაპოლისელებმა ორი მეოთხედის ჯამში 47:46 იმარჯვეს.

მეორე ნახევარში "ტორონტომ" 2-ქულიანი სხვაობით მოიგო და წინ გაიჭრა, დასკვნით 12-წუთეულში კი ნიკ ნურსის გუნდმა 30:28 იმარჯვა და საბოლოო შედეგი 97:94 დაფიქსირდა.

აღნიშნულ მატჩში 10:01 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 2 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მან 1 სამქულიანიც ისროლა, თუმცა, არაზუსტად და 3 პერსონალური ფოლიც მიიღო.

ყველაზე შედეგიანი "პეისერსის" ფორვარდი დომანტას საბონისი იყო. 25 წლის ლიეტუველმა 22 ქულით, 14 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. მეორე შედეგი კი ჯასტინ ჰოლიდეის ჰქონდა. (16 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი). გამარჯვებულთა გუნდიდან კი სკოტ ბარნსი 21 ქულით, 12 მოხსნითა და 1 პასით გამოირჩა.

7 ტურის შემდეგ "პეისერსს" 6 მარცხის წილ მხოლოდ 1 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა. ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 2 ნოემბერს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ტორონტოს" კი 4 მოგება და 3 წაგება აქვს, მე7 პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს კი ასევე 2 ნოემბერს, "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს.

0.123139