სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

22:09 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ მე-2 ტურშიც იმარჯვა

ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჭადრაკში მე-2 ტურშიც იმარჯვა ერთ-ერთმა ფავორიტმა მერი არაბიძემ (2409) და ლიდერთა შორის რჩება.

არაბიძემ თეთრი ფიგურებით ფილიპინელი ჯანელ მაე ფრაინა (2140) დაამარცხა, მე-3 ტურში კი ასევე უდანაკარგოდ მიმავალ ეგვიპტელ ხალედ მონას (2191) შავებით ეთამაშება. ამ მოჭადრაკეთა გარდა, 2 ქულა აქტივში კიდევ 8 მონაწილეს აქვს.

სამწუხაროდ, მარცხი შეემთხვა ვაჟთა ტურნირის მონაწილე ირაკლი ბერაძეს (2318). მან შავი ფიგურებით ირანელ პოუია იდანისთან (2517) წააგო. ვაჟებში 2 ქულით ერთბაშად 17 მოჭადრაკე ლიდერობს, ბერაძე კი, რომელსაც 1 ქულა გააჩნია, მე-3 ტურში თეთრებით ინდოელ აშრაფ მოჰამადს (2132) გაეჯიბრება.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი 13 ტურად მიმდინარეობს და 19 ოქტომბერს დასრულდება, შესვენებისთვის კი 13 ოქტომბერია გამოყოფილი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.124876