ავტოსპორტი

4:48 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფოლკსვაგენი“ ფორმულა 1-ში მოსვლას ნოემბერში გადაწყვეტს

გერმანულ გამოცემა „ფ1 ინსაიდერის“ ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა ჯგუფი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში. ახლავე ცნობილია, რომ „ფოლკსვაგენი“ ფ1-ში საკუთარი გუნდის გამოყვანს არ აპირებს და მხოლოდ ძრავების მიწოდებით შემოიფარგლება.

ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, გერმანული კონცერნი ფ1-ში ერთბაშად ორი ბრენდის - „პორშეს“ და „აუდის“ ჩართვას გეგმავს. მისი ერთ-ერთი პარტნიორი კი „რედ ბული“ გახდება, რომელიც მომავალი სეზონიდან, თავისთვის და შვილობილი „ალფატაურისთვის“, თავისი ძალებით დაამზადებს „ჰონდას“ ძრავებს.

იმ დროისთვის, როდესაც „ფოლკსვაგენი“ ფ1-ში მოვა, „რედ ბულს“ ძრავების წარმოებაში სოლიდური გამოცდილება ექნება დაგროვილი. მაგრამ შეიცვლება ძრავების რეგლამენტი (2026 წელს) და ხარებს დიდი ავტომწარმოებლის მხარდაჭერა აუცილებლად დასჭირდებათ. უფრო მეტიც, ძრავების წარმოება ალბათ სრულად გადავა „ფოლკსვაგენის“ ხელში, რომელსაც იმ მომენტისთვის, ამის საჭირო გამოცდილება უკვე მიღებული ექნება.

0.113103