ფეხბურთი

10:57 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "რეალისტები უნდა ვიყოთ და გვრცხვენოდეს, რომ 15 ქულა გვაქვს"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, მისმა გუნდმა საჩემპიონო შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

„ფეხბურთელებთან არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ამ დროისთვის მხოლოდ მუშაობაა საჭირო. სატურნირო ცხრილში ცუდ მდგომარეობაში ვართ და რეალობას უნდა შევეგუოთ. ამ მომენტისთვის ჩვენ სატურნირი ცხრილის შუა ნაწილის გუნდი ვართ, რადგან იქ ვიმყოფებით. აზრი არ აქვს ტირილს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გასაკეთებელია და შემდეგ ყველაფერი დალაგდება.

გვეგონა, რომ „სასუოლოსა“ და „ვერონაზე“ უკეთესები ვიყავით, მაგრამ ამ მომენტში არ ვართ. რეალისტები უნდა ვიყოთ. სამშაბათს მნიშვნელოვანი თამაში გველის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსი უნდა გამოვიყენოთ. სალაპარაკო არაფერია, მხოლოდ მუშაობაა საჭირო. ვფიქრობ, ამ წაგებით საჩემპიონო შანსი დავკარგეთ, მოდით ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. უნდა გვრცხვენოდეს, რომ მხოლოდ 15 ქულა გვაქვს მოპოვებული“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ განვლილ 11 ტურში მხოლოდ 4 მატჩი მოიგო (3 ფრე, 4 წაგება) და ამ დროისთვის მეცხრე ადგილზეა, თანაც ტურის უმეტესი მატჩები ჯერ არ ჩატარებულა.

0.124865