პრემიერლიგის მე-10 ტურში, „მანჩესტერ სიტიმ“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-6 წუთზე ვილფრიდ ზაჰამ გახსნა. 88-ზე კი კონორ გალახერმა მეორე ბურთი გაიტანა.
მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა ემერიკ ლაპორტი გააძევა.
„სიტიმ“ 20 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილზეა. 12 ქულიანი „კრისტალ პალასი“ კი მე-13 ადგილზე დგას.