ფეხბურთი

22:00 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "სელესაო" 12 ნოემბერს "კოლუმბიას დაუპირისპირდება, ხოლო 16 ნოემბერს - არგენტინას. ტიტეს შეგირდები სამხრეთ ამერიკის ზონაში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ტიტეს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალისონი ("ლივერპული"), გაბრიელ შაპეკო ("გრემიო"), ედერსონი ("მანჩესტერ სიტი");

მცველები: დანილო, ალექს სანდრო (ორივე "იუვენტუსი"), ემერსონი ("ტოტენჰემი"), რენან ლოდი ("ატლეტიკო"), ტიაგო სილვა ("ჩელსი"), მარკინიოსი (პსჟ), ედერ მილიტაო ("რეალი"), ლუკას ვერისიმო ("ბენფიკა");

ნახევარმცველები: კაზემირო ("რეალი"), ფაბინიო ("ლივერპული"), ფრედი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჟერსონ სანტოსი ("მარსელი"), ლუკას პაკეტა ("ლიონი"), ფილიპე კოუტინიო ("ბარსელონა");

თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), ანტონი ("აიაქსი"), რაფინია ("ლიდსი"), რობერტო ფირმინო ("ლივერპული"), გაბრიელ ჟეზუსი ("მანჩესტერ სიტი"), მათეუს კუნია ("ატლეტიკო");

0.113238