ფეხბურთი

22:49 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა "ბარსელონას" მწვრთნელობაზე: "არსენალში" უზომოდ ბედნიერი ვარ"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში ყოფნას არ გეგმავს, რადგან "მეთოფეთა" თავკაცობით კმაყოფილია და ამ კლუბში ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

"არსენალში" უზომოდ ბედნიერი და პრივილეგირებული ვარ. ამჟამად ამ სამუშაოზე ვარ ფოკუსირებული. "ბარსელონაში" ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. როდესაც ლიონელ მესი გუნდიდან მიდის, ახალ სიტუაცია უნდა გადალახო,რადგან წამყვანი მოთამაშე დაგაკლდა და ამას დრო სჭირდება. ვიმედოვნებ, "ბარსელონაში" ყველაფერი კარგად განვითარდება." - ციტირებს Sky Sports-ი არტეტას სიტყვებს.

"ბარსელონამ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი ორი დღის წინ გაათავისუფლა და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად სარეზერვო გუნდის თავკაცი დანიშნა.

0.06322