ფეხბურთი

17:12 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეტო'ო: "მადრიდში დღემდე ნანობენ, რომ "რეალში" არ ვითამაშე"

ვეტერანმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალის“ ფანები ნანობენ, რომ მან მათ საყვარელ გუნდში არ ითამაშა. აფრიკელი შემტევი „სამეფო კლუბში“ კარიერის დასაწყისში ირიცხებოდა, მაგრამ შანსი ვერ მიიღო და გუნდი დატოვა, მერე კი ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა.

„ბარსელონაში“ ლაპორტას წყალობით მოვხვდი. ყოველთვის მადლოველი ვიქნები იმ კლუბების, რომლებშიც ვთამაშობდი. მიუხედავად იმისა, რომ მომწონს თუ არა მათი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებები.

როდესაც საფეხბურთო კარიერა დავასრულე, მადრიდში სხვანაირად მექცევიან. ახლაც, ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან: „რა სამწუხაროა, რომ ჩვენთან არ ითამაშე!“ სამწუხაროდ, მე უკვე ძალიან ბებერი ვარ ამის გამოსწორებისთვის, თუმცა ცხოვრება ასეთია.

„ოქროს ბურთი“? მხოლოდ მესის ეკუთვნის. ის ჩემი პატარა ძმაა. ძალიან ვაფასებ მას არა მხოლოდ, როგორც ფეხბურთელს, არამედ როგორც პიროვნებას. ჩემთვის ის კვლავ მწვერვალზეა. ლეოს თუ გამოვრიცხავთ, ბენზემა მომწონს, ის არის ფეხბურთელი, რომელზეც შეყვარებული ვარ“, - თქვა ეტო’ომ.

0.099687