ფეხბურთი

16:31 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ჩავის ორი თვეა მუდმივად ვუკავშირდები"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მედიის წინაშე გუნდის დროებითი მწვრთნელი სერხი ბარხუანი წარადგინა. თუმცა, მან რონალდ კუმანისა და ჩავის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ „ალ-სადის“ მწვრთნელთან ორი თვეა მუდმივი კონტაქტი აქვს.

„ვფიქრობ, ჩავი, როგორც მწვრთნელი საინტერესო ზრდის პროცესშია და ძალიან კარგი რეკომენდაციები გაუწიეს ადამიანებმა, რომლებიც მას კარგად იცნობენ. ჩვენ ორი თვის განმავლობაში ხშირად ვკონტაქტობთ. კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვიცი მისი აზრი გუნდის შესახებ.

კუმანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის შემდეგ მივიღეთ. ძალიან მადლიერი ვართ ურთულეს პერიოდში გუნდის ხელმძღვანელობისთვის. ის „ბარსელონას“ ლეგენდაა და მას არასდროს დავივიწყებთ. მან ტიტულიც მოიგო - ესპანეთის თასი. თუმცა, ბოლო დროინდელი შედეგების გამო გავუშვით, სიტუაცია ძალიან არასტაბილური გახდა. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ესპანეთის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგასა და თასზე. კუმანის გათავისუფლება შედეგებით იყო განპირობებული, შესაძლოა ამის გაკეთება დავაგვიანეთ, მაგრამ ახლა ამის თქმა ადვილია“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჩავის „ბარსელონას“ აქტიურად უკავშირებენ და ესპანური პრესის ცნობით, უახლოეს დღეებში მისი კატალონურ გრანდში დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდება.

0.113592