თამაშგარე

11:45 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდება

ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან ჯერ ერთი წელიც კი არა გასული და ვისაც კი არ ეზარება ყველა ცდილობს აწგარდაცვლილი “ფეხბურთის ღმერთის“ სახელზე ქულები დაიწეროს. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა არგენტინის მოქმედი პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი, რომელმაც განაცხადა, რომ მარადონას მშობლიურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ეს სახლი დიეგოს მშობლიურ პატარა ქალაქ ვილა-ფიორიტოში მდებარეობს და დიეგო მარადონამ გამდიდრების შემდეგაც კი არ თქვა მასზე უარი. მეტიც - როდესაც დიდ ლეგენდას რთული პერიოდები ჰქონდა, სწორედ მის მშობლიურ სახლში ატარებდა დროს და როგორც თავად ამბობდა, მშობლიური კედლები ეხმარებოდა ათასი ვაების დაძლევაში.

რაც შეეხება ალბერტო ფერნანდესის განცხადებას მარადონის სახლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, არგენტინაში ამაზე უკვე ბევრი ქილიკობს, რადგან იციან რომ სულ მალე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და ხმების დაგროვების საუკეთესო გზა გარდაცვლილი ლეგენდის მილიონობით ფანის გულის მოგებაა.

0.108851