ფეხბურთი

0:12 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უბერებელი ჯიჯი: 43 წლის ბუფონმა სერია B-ში პენალტი მოიგერია (VIDEO)

ჯანლუიჯი ბუფონი 3 თვეში 44 წლის გახდება, მაგრამ საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და ამის საბაბიც არ აქვს. ჯიჯი "პარმას" ღირსებას იცავს, რომელიც სერია B-ს მორიგ ტურში "ჩიტადელას" დაუპირისპირდა და პენალტი მოიგერია.

43 წლის კიპერმა მატჩის დასაწყისში მირკო ანტენუჩის აჯობა. მან მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოახერხა თერთმეტმეტრიანის მოგერიება. აღსანიშნავია, რომ "ჩიტადელამ" ბუფონს მეორე ტაიმში გოლი მაინც გაუტანა, მისი კარის მიმართულებით ამჯერადაც პენალტი დაინიშნა, რომლის მოგერიებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა.

"პარმამ" აღნიშნულ შეხვედრაში ბუფონის დიდი ძალისხმევით, რომელმაც 4 სეივი შეასრულა, 2:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.117566