ფეხბურთი

21:50 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მზადაა პოგბა უფასოდ გაუშვას, ფრანგს სამ გუნდს უკავშირებენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა პოლ პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას. ESPN-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფეხბურთელმა მრავალგზის უარი თქვა კონტრაქტის განახლებაზე, ინგლისურ კლუბში გადაწყვეტილება მიიღეს.

„წითელი ეშმაკები“ პოგბას გაყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც არ ეცდებიან, რაც მათთვის ბოლო შანსია, რომ ტრანსფერისგან თანხა გამოიმუშავონ. ზამთარში პოგბას ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება.

პოგბას ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს იწურება და თუ მანამდე არაფერი შეიცვალა, 1 ივლისიდან ახალ გუნდში გადასვლა უფასოდ შეეძლება. აღსანიშნავია, რომ პოლის თამაშით ბოლო დროს ინგლისურ გუნდში კმაყოფილებიც არ არიან.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერის“ აღზრდილია, მაგრამ 2012 წელს ის უფასოდ უკვე დაკარგეს, როცა „იუვენტუსში“ გადავიდა და იმავე ტურინული გრანდისგან 2016 წლის ზაფხულში მის შესაძენად 105 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას შემდეგ 28 წლის ფეხბურთელმა 211 მატჩში 38 გოლი გაიტანა, ხოლო „იუვეში“ გატარებულ ოთხ სეზონში 178 თამაშში თავი 34-ჯერ გამოიჩინა.

პოლ პოგბას „იუვენტუსს“ ახლაც უკავშირებენ, ასევე დასახელდა მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ ჟერმენიც“.

0.111822