მილანის „ინტერმა“ ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. არგენტინელი ფეხბურთელი „ნერაძურიში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ლაუტარო სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობა კი უცნობია.
24 წლის ფეხბურთელი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და 144 მატჩში 44 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მისი კარიერა არგენტინაში, „რასინგის“ რიგებში დაიწყო.