„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს France Football-ი ზუსტად ერთ თვეში დაასახელებს, მაგრამ ესპანურმა გამოცემა Marca-მ უკვე დაწერა, რომ უპრესტიჟულეს ჯილდოს მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მოიგებს.
ესპანურ გაზეთს ხელში ჩაუვარდა მონაცემები, რომელიც უკვე შედგენილია და ლევანდოვსკი სიაში პირველ ადგილზეა. წყაროს თანახმად, პოლონელის გარდა, ხუთეულში მოხვდებიან ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, მოჰამედ სალაჰი და ჟორჟინიო.
Marca-ს ცნობით, 2021 წლის „ოქროს ბურთის“ საუკეთესო ოცეული ასე დაკომპლექტდება.
1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)
2. ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა)
3. კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
5. ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია)
6. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
7. ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი)
8. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი, გერმანია)
9. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია)
10. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
11. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი)
12. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)
13. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი, იტალია)
14. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი)
15. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, პორტუგალია)
16. რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)
17. რომელუ ლუკაკუ (ჩელსი, ბელგია)
18. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი)
19. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)
20. რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ კანდიდატად შარშან მიიჩნეოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ფრანგულმა ჟურნალმა გათამაშება არ ჩაატარა. ამჯერად, France Football-ი გამარჯვებულის ვინაობას ოფიციალურად 29 ნოემბერს დაასახელებს.