ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელით, ედი ნკეტიათი კმაყოფილია და უნდა, რომ ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
"კონტრაქტთან დაკავშირებით ზაფხულშიც გვქონდა საუბარი, თუმცა ეს პრობლემა ვერ გადავჭერით. მჯერა, რომ ნკეტია აპირებს იყოს მაღალი დონის მოთამაშე და იმედია ტოპ ფეხბურთელი "არსენალში" გახდება. ბედნიერი ვარ რომ გუნდში მყავს, ჩვენი მოთამაშეა, ძალიან ვაფასებ და მინდა, რომ დარჩეს." - ციტირებს ესპანელი მწვრთნელის სიტყვებს Sky Sports-ი.
ნკეტიას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და იანვრიდან შეეძლება მსურველ კლუთან ღიად აწარმოოს მოლაპარაკება. ედი 2019 წელს "ლიდსში" იყო განათხოვრებული. "არსენალის" მაისურით ნკეტიამ 2020 წლიდან 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.