„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა თანაგუნდელი მარკო ვერატი შეაქო და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთანაც მას უთამაშია.
„ვერატიმ გამაოცა. ვიცოდი, რომ ის დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამდენადაც ძლიერი არ მეგონა. ის ბრწყინვალეა. ჩავისთან და ინიესტასთან ერთად, მარკო ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთანაც მითამაშია“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, ნეიმარი და მარკო ვერატი თანაგუნდელები 2017 წლიდან არიან, როცა ბრაზილიელი პსჟ-ში გადავიდა, ხოლო თავად იტალიელი პარიზულ გუნდს 2012 წელს შეუერთდა. მანამდე ვერატი სამშობლოში, „პესკარაში“ თამაშობდა.