პოლონეთის თასის 1/16 ფინალში ვაკო გვილიას „რაკოვმა“ სტუმრად „კალისჟი“ 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ქართველმა ნახევარცმველმა კი გოლი გაიტანა.
ვაკომ შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. ეს გვილიას პირველი გოლის პოლონური გუნდის მაისურით, რომელსაც მიმდინარე სეზონის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
27 წლის ფეხბურთელს „რაკოვში“ ყველა ტურნირზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული და როგორც ვთქვით, სადებიუტო გოლი მიითვალა. პოლონური კლუბი თასის მერვედფინალში ითამაშებს, ხოლო ექსტრაკლასაში 24 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხს“ ჩამორჩება (3 ქულით).