ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მადრიდის „რეალში“ გადავა. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, ფრანგი ფეხბურთელი მადრიდულ გრანდთან კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულაი და მას ხელს არაუგვიანეს თებერვალში მოაწერს. კილიანმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მხოლოდ ძალიან დიდი მოულოდნელობის შემთხვევაში შეიძლება გადაიფიქროს.
მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და შესაბამისად, „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
შეგახსენებთ, კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მანამდე კი „მონაკოს“ რიგებში თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.