ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების ყველა დროის სიმბოლური გუნდების შედგენა დაიწყო.
ჯერჯერობით, ყველა სიმბოლური შედგენილი არ არის, მაგრამ საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები ცნობილია. მასში ყველა ვეტერანი ფეხბურთელი მოხვდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან კი მხოლოდ ერთი (კახა კალაძე).
IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარე: ანზორ კავაზაშვილი
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე
ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი