ფეხბურთი

15:47 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „მოვა დრო და ფირმინოზე წიგნებს დაწერენ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი გუნდის ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველ ფირმინოზე ესაუბრა.

„სალაჰი დიდ ყურადღებას იქცევს და ეს ნორმალურია. მაგრამ ფირმინო არანაკლები ფეხბურთელია. მოვა დრო და ფეხბურთში გარკვეული ხალხი წიგნებს დაწერს იმაზე თუ რა ოსტატურად ასრულებს ფირმინო „ცრუ ცხრიანის“ როლს.

არ ვამბობთ, რომ ეს ამპლუა მან გამოიგონა, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ხშირად სწორედ ასეთად წარმოგვიდგება. ძალიან კარგი ფეხბურთელია.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sports Illustrated.

0.113441