„ლაიპციგის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, დანიელ ოლმომ, კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს - გვამცნობს ტვიტერში Bild-ის საფეხბურთო მიმომხილველი, კრისტიან ფალკი.
წყაროს ინფორმაციით, თუ ფინანსური პრობლემების გამო „ბარსელონა“ ოლმოს შეძენას ვერ მოახერხებს, საქმეში მანჩესტერული კლუბები ჩაერთვებიან. “იუნაიტედს“ უკვე გაუგზავნია სკაუტები გერმანიაში.
„ბარსელონას“ გასულ ზაფხულს სურდა ოლმოს შეძენა, მაგრამ კატალონიელებმა გერმანული კლუბის ფინანსური მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს.