ავტოსპორტი

0:21 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელი ჯეიმი ჩედვიკი მეორედ გახდა W სერიის ჩემპიონი

23 წლის ბრიტანელმა ჯეიმი ჩედვიკმა, ოსტინის ტრეკზე ორი რბოლა მოიგო და მეორედ გახდა ქალთა სარბოლო სერიის (W სერია) ჩემპიონი. ტიტულის გარდა, მან 500 ათასი დლარიც დაიმსახურა და ფორმულა 1-ის სუპერ ლიცენზიის 15 ქულაც მიითვალა.

ფორმულა 1-ის რბოლებში მონაწილეობისთვის საჭირო სუპერ ლიცენზიის მისაღებად, პილოტებს 40 ქულის დაგროვება სჭირდებათ. ჩედვიკს ამჟამად 25 ქულა აქვს, რაც მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ ფ1-ის თავისუფალ პრაქტიკებზე იასპარეზოს. 10 ქულა მას გასული სეზონიდან დარჩა, რომელშიც აზიის ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა.

ტექსასში რბოლის წინ, ჩედვიკს და მის თანამემამულე ელის პაუელს თანაბარი ქულები (109) ჰქონდათ. ამასთან, პაუელის ანგარიშზე 3 მოგება იყო, ჩედვიკისა კი - 2. „უილიამსის“ ფ1-ის პილოტების განვითარების პროგრამის წევრმა ჩედვიკმა შაბათის რბოლა მოიგო და პაუელი 10 ქულით ჩამოიტოვა.

კვირის რბოლა კი მან პოულ პოზიციიდან დაიწყო, ფინიშამდე წინ არავინ გაუშვა და ისევ გაიმარჯვა. პაუელი კი მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.

ქალთა სერიის ეს ორი რბოლა, ფორმულა 1-ის აშშ-ის დიდი პრიზის მხარდაჭერის რბოლა იყო. თან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფ3-ის დონის სერიის ეტაპი, ევროპის მიღმა ჩატარდა. დაკიდევ, ამ სეზონის რვავე რბოლა, ფ1-ის ანდერქარდზე ჩატარდა.

ჩედვიკი W სერიის ჩემპიონი პირველად 2019 წელს გახდა. შარშან ქალთა ფორმულის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამრთულა. ამ სერიის მიზანი ისაა, რომ ფ1-ისთვის ქალი მრბოლი მოამზადოს. ცნობისათვის, ბოლო ქალი, ვისაც ფ1-ის რბოლაში მიუღია მონაწილეობა, იტალიელი ლელა ლომბარდია (1976 წელს).

0.14404