ფეხბურთი

22:05 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და "ბოკა" მარადონას ხსოვნის პატივსაცემად ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან

„ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან, დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად.

14 დეკემბერს, შეხვედრას საუდის არაბეთის ქალაქი, რიადი უმასპინძლებს და სიმბოლურად „დიეგოს თასი“ გათამაშდება. თამაში მარადონას გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნება.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფე „ბარსელონაში“ 1982-1984 წლებში, ხოლო „ბოკა ხუნიორსში“ 1981-1982 და 1995-1997 წლებში თამაშობდა. საინტერესოა, რომ ამხანაგური მატჩისთვის არ მიიწვიეს „ნაპოლი“, სადაც რეალურად არგენტინელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა (1984-1991).

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.111438