ძიუდო

20:34 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექაური წელს ვერ იჭიდავებს და ბაქოში მას ლუკა მაისურაძე შეცვლის

ბაქოს გრანდ სლემზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვერ იასპარეზებს, რომლისთვის ეს ოლიმპიადის გამარჯვებულის რანგში პირველი ტურნირი უნდა ყოფილიყო.

ბექაურმა თიაქარის ოპერაცია გაიკეთა, წინ კიდევ პოლიპების ოპერაცია ელოდება, მერე კი ნატკენ მხარზეც გააგრძელებს მკურნალობას. ამრიგად, ლაშა ტატამიზე მიმდინარე წელს ვეღარ გავა და ვარჯიშს 2021 წლიდან დაიწყებს.

ბექაურის ნაცვლად ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუკა მაისურაძე დაიცავს. ბაქოში სულ 13 ქართველი ძიუდოისტი გამოვა:

ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე, გურამ თუშიშვილი, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი.

აქვე გეტყვით, რომ ბაქოს გრანდ სლემი 5-7 ნოემბერს გაიმართება.

0.135971