„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სულშერის პოზიცია მნიშვნელოვნად შეირყა და ნორვეგიელი სპეციალისტი შესაძლოა უახლოეს ხანებში გაათავისუფლონ.
ბრიტანული მედიის ცნობით, ფეხბურთელები სულშერის მუშაობის მეთოდებით კმაყოფილები არ არიან. როგორც ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, არაა გამორიცხული ოლეს კარისკენ ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩამდე მიუთითონ, რომელიც 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ამავდროულად, The Guardian-ი წერს, რომ ანტონიო კონტე მზადაა „იუნაიტედი“ ჩაიბაროს, მიუხედავად იმისა, რომ ის სეზონის მიმდინარეობის დროს ახალი სამსახურის მიღებაზე აქამდე ჩვეულებრისამებრ უარს ამბობდა. კონტეს ინგლისში 2016-2018 წლებში უმუშავია, როცა ლონდონის „ჩელსიში“ იყო და პრემიერლიგაც მოიგო.
გარადა ამისა, თითქმის გამორიცხულია ზინედინ ზიდანის ვარიანტი, რადგან ფრანგი სპეციალისტი „მანჩესტერში“ მუშაობით დაინტერესებული არ არის.
ოლე გუნარ სულშერი „წითელ ეშმაკებს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს, მიმდინარე სეზონი კი გაძლიერების მიუხედავად კლუბმა საშინლად დაიწყო, შედეგები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაუარესდა, რადგან პრემიერლიგის უკანასკნელ ოთხ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა.