კალათბურთი

13:16 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფევაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ, რაც კანარის კუნძულების გუნდ “გრან კანარიაში” გადავიდა, 23 წლის ქართველმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის რანგით მესამე LEB Silver-ში კანარელები ვალენსიას ესტუმრნენ და 87:83 გაიმარჯვეს.

ფევაძემ 38 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა. 5 პერსონალური შენიშნვნა მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.

ლებ სილვერის აღმოსავლეთ კონფერენციაში გრან კანარია II მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, შინ, რეალ კანოესთან ჩაატარებს.

0.116539