ფეხბურთი

22:52 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" შანსი გამოიყენა და საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტური თბილისური დერბით დასრულდა, რომელშიც „საბურთალომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა.

ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო: კახა ცხადაძის შეგირდებს „დინამო ბათუმის“ წაგებით საჩემპიონო რბოლაში რეალურად დაბრუნების შანსი გაუჩნდათ, ხოლო „საბურთალო“ მესამე ადგილისთვის იბრძვის და გორის „დილას“ 3 ქულით ჩამორჩებოდა.

საბოლოოდ, მიზანს „დინამო თბილისმა“ მიაღწია, რომელსაც ნოდარ ქავთარაძემ მოაგებინა. თბილისელთა შემტევმა თავი 30-ე წუთზე გამოიჩინა, ანგარიში გახსნა და როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

შედეგად, „დინამო თბილისმა“ 60 ქულა დააგროვა და ახლა ლიდერ „დინამო ბათუმს“ 4 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება და ამიტომაც, ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა, საჩემპიონო ინტრიგა დაიძაბა.

„საბურთალოსაც“ ჯერ არ დაუკარგავს კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, რადგან „დილა“ მხოლოდ სამ ქულაშია, თუმცა, ხვიჩა შუბითიძის გუნდს შეცდომის უფლება პრაქტიკულად არ აქვს, მომდევნო მატჩს კი სტუმრად „დინამო ბათუმთან“ გამართავს. იმავე ტურში „დინამო თბილისი“ „თელავს“ უმასპინძლებს.

„საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ქავთარაძე (30)

0.112682