სხვა

22:18 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიელი ლავრეისენი სპრინტში კვლავ დაუმარცხებელია

მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ სპრინტში, ბადალი კვლავ არ ჰყავს ჰოლანდიელ ჰარი ლავრეისენს. საფრანგეთში გამართულ სატრეკო ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, მან ფინლში თანამემამულე ჯეფრი ჰოოგლანდი დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ლავრეისენმა და ჰოოგლანდმა ერთად გუნდურ სპრინტში, ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვეს. ლავრეისენმა ტოკიოშივე ინდივიდუალურ სპრინტშიც, ჩემპიონის წოდება დაისაკუთრა. და იქაც ფინალში გოოგლანდი დაამარცხა. რუბეში მოპოვებული ინდვიდუალური ოქრო, მისთვის მსოფლიო ჩემპიონის მეცხრე ტიტულია.

რუბეში მან ჰოოგლანდთან ერთად, გუნდურ ჩათვლაშიც გაიმარჯვა და ჩემპიონი კეირინშიც გახდა. სპრინტის ბრინჯაოს მედალს ფრანგი სებასტიან ვიჟიე დაეუფლა, ვინც გერმანელ შტეფან ბიოტიხერს 2-1 მოუგო.

რუბეში მესამე ოქროს მედალს დაეუფლა გერმანელი ლეა სოფი ფრიდრიხიც, ვინც ამჯერად კეირინში გაიმარჯვა. პირველი ორი ოქრო მან 500 მეტრზე დროზე რბოლასა და გუნდურ სპრინტში მოიპოვა.

ბოლო შეჯიბრი, მამაკაცთა შორის გამოთიშვის რბოლა, იტალიელმა ელია ვივიანიმ მოიგო. რუბეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს იტალიელი ველომრბოლების მიერ მოპოვებული მეოთხე ოქროს მედალია.

0.406298