კალათბურთი

22:43 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 13 ქულამ "ბეტისი" ზედიზედ მეექვსე წაგებისგან ვერ გადაარჩინა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ შინ „მონბუს ობრადოიროს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:87 დამარცხდა. შეხვედრის ბედი მესამე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც სევილიელებმა 9 ქულის სხვაობით წააგეს.

ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 22:38 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 13 ქულით, 4 მოხსნით, 1 პასით და 1 დაფარებით შეეწია. ბექამ 6-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 ჯარიმა ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც შეხვედრაში მესამე, თანაგუნდელთა შორის კი მეორე შედეგი აღმოჩნდა, ისევე, როგორც 13 ქულა „ბეტისში“ მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ბეტისმა“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ უკვე მეექვსე მატჩი წააგო მიჯრით და ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი, 31 ოქტომბერს, სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.

0.11604