ქართველმა მებრძოლმა ზვიად ლაზიშვილმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა და გამოცდილ ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდა. საბოლოო, გამარჯვება მექსიკელ სპორტსმენს დარჩა.
ბრძოლა სამი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით სამივე რაუნდში გამარჯვება მარტინესს მიენიჭა. ამრიგად, ლაზიშვილის დებიუტი UFC-ში მარცხით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ზვიად ლაზიშვილი მეშვიდე ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში იასპარეზა.