ფეხბურთი

20:47 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი „ნორვიჩთან“ 7:0-ის შესახებ

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრემიერლიგის მე-9 ტურში „ნორვიჩთან“ 7:0 გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„თავიდანვე ვიტყვი, ამდენი ბურთი რომ გაიტანო, ცოტა უნდა გაგიმართლოს კიდეც. თუმცა ამით სულაც არ ვაკნინებ ჩემი ფეხბურთელების დამახურებას. ბიჭებმა ბევრი იბრძოლეს, შესანიშნავად ახერხებდნენ პრესინგს და ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგეს.

ჯამში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო. შემდეგი სამშაბათს იქნება.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

0.109394