პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში ტრავმირებულია და შესაძლოა "ლივერპულთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
"ატალანტასთან" გამართულ შეხვედრა მძიმე აღმოჩნდა. ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული და მათ შორისაა ფერნანდეში. პორტუგალიელი მაქსიმალურად შეეცდება, რომ მზად იყოს "ლივერპულთან" შეხვედრისთვის." - ციტირებს Sky Sports-ი ულე გუნარ სულშერის სიტყვებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ლივერპულის" დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" 24 ოქტომბერს თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.